


ტელევიზორის სადგამი
ტელევიზორის სადგამი
1,780.00 ₾
/

მომრგვალებული კუთხეები, სუფთა ფორმა და დახვეწილი ზედაპირი ამ კომოდს განსაკუთრებულად ელეგანტურ იერს აძლევს. იდეალურად ერგება თანამედროვე ინტერიერის კომპოზიციას და ტელევიზორის ზონას განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს.
🔹 კომფორტი
გაფართოებული ზედაპირი ხელს უწყობს ფუნქციურ და მარტივ განლაგებას — სივრცე საკმარისია როგორც ტექნიკისთვის, ისე დეკორატიული დეტალებისთვის.
🔹 ფუნქციური დეტალები
სამი დიდი უჯრა პრაქტიკული შენახვის შესაძლებლობას იძლევა. თითოეული უჯრა მარტივად იღება და სრულად იხსნება, რაც ყოველდღიურ მოხმარებას მოსახერხებელს ხდის.
🔹 მასალა და სტრუქტურა
შავი ლითონის დეტალებით გაძლიერებული სტრუქტურა და მბზინავი ზედაპირი მიანიშნებს მაღალ ხარისხზე და გამძლეობაზე. შიდა ნაწილები მყარი ხის ფენერითაა დასრულებული, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივობის განცდას.
Koncept – ელეგანტურობის და პრაქტიკულობის ბალანსი ყოველდღიურ სივრცეში.
პროდუქტი მომხმარებელს მითითებულ მისამართზე შესყიდვის დასრულებიდან 1/3 (ერთი/სამი) სამუშაო დღის განმავლობაში მას შემდეგ მიეწოდება, როცა დამკვეთი სრულად გადაიხდის პროდუქტის მთლიან ღირებულებას და თანხა კომპანიის ანგარიშზე აისახება;
პროდუქტის სრული ფასი მოიცავს უფასო აწყობასა და ტრანსპორტირებას ქალაქის ფარგლებში (თბილისიდან - თბილისში,ბათუმიდან - ბათუმში), ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში ტრანსპორტირების ხარჯი ითვლება მანძილის შესაბამისად.
მომხმარებელი ვალდებულია მიღებული საქონელი კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი სრულად და დაუზიანებლად მიიღო.
კომპანიის საწყობში შენაძენის შენახვა შესაძლებელია არაუმეტეს 1(ერთი) თვის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით +(995) 510 103 033ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info@koncept.ge
Length | |
---|---|
Width | |
Height | |
Seat Material | |
Fabric |