
შექმნის ისტორია
ფრანგმა დიზაინერმა Michel Ducaroy-მ Togo შექმნა 1973 წელს, მაშინ, როცა ავეჯის დიზაინში გამოჩნდა ინტერესი მეტი კომფორტისა და არაფორმალურობის მიმართ — ეპოქა, როდესაც გარდატეხა ხდებოდა სტილში, კულტურასა და ცხოვრების წესში. Michel Ducaroy იყო ექსპერიმენტატორი — ინტერესდებოდა ახალი მასალებითა და ფორმებით. Togo-ს შექმნისას მან გამოიყენა იმ დროისთვის ინოვაციური მასალა: პოლიურეთანის ქაფი და დაბალი პროფილის კონცეფცია, რაც მომხმარებელს აძლევდა სხეულთან სრულად ჰარმონიულად შერწყმის შესაძლებლობას.
ინსპირაცია
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დივნის შექმნის ინსპირაცია კბილის პასტის შეფუთვა გახდა. დუკარუას თქმით, ის იდგა ნიჟარასთან და დასცქეროდა ალუმინის ტუბს, რომელიც ზეწოლისას იკეცებოდა და საინტერესო ნაკეცებს ქმნიდა — სწორედ ეს ფორმა და რბილი, ნაკეციანი ტექსტურა გადმოვიდა Togo-ს კონტურებზე.
პირველი რეაქცია და კრიტიკა
შესაძლოა, დღეს რთული დასაჯერებელი იყოს, რომ ეს, ყველა დადებითი თვსებით შემკული დივანი ერთ დროს დაიწუნეს, თანაც საკითხში ისეთმა კომპეტენტურმა პირებმა, როგორებიც, ავეჯის დიზაინის კრიტიკოსები და ინტერიერის დიზაინერები არიან. თავდაპირველად კონსერვატიულმა აუდიტორიამ სკეპტიკურობა გამოჩინა — ის "დივნის" ტრადიციულ აღქმას ეწინააღმდეგებოდა, რადგან არ ჰქონდა ფეხები, ჩარჩო და ფორმა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, მან ხალხის გული მოიგო, მალევე ის გახდა "Ligne Roset-ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი". მოდერნულმა საზოგადოებამ თბილად მიიღო, განსაკუთრებით ახალგაზრდულ და ბოჰემურ ინტერიერებში. მოგვიანებით, ის უკვე სულ სხვაგვარად შეფასდა.
ინტერიერის დიზაინერების და კრიტიკოსების შეფასება
ინტერიერის დიზაინერები მას აფასებენ მისი მოქნილობისა და უნიკალური ვიზუალის გამო — ის შეიძლება გახდეს სივრცის ცენტრალური აქცენტი, რომლის მსგავსიც არაფერია.
კრიტიკოსებმა მას უწოდეს:
1.„მოდერნული დიზაინის რევოლუცია“
2. „დასვენების არქეტიპი“
3. „დიზაინის პოპ-კულტურის ნაწილი“
"ტოგო" ითვლება „თაობების ავეჯად“ — ჯერ მოდური იყო 70-იანებში, შემდეგ განიცადა რეტრო-რენესანსი 2000-იანების ბოლოს და კვლავ პოპულარულია დღეს. Togo უკვე 50 წელზე მეტი არსებობის შემდეგაც თანამედროვე და აქტუალურია!