KONCEPT.GE-ის მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცვის
პოლიტიკა
აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ნათლად ასახავს
მომხმარებლების მიერ ჩვენი პლატფორმის სტუმრობის ან/და ჩვენ მიერ
შეთავაზებული მომსახურებებით სარგებლობის დროს,
მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გამოყენების წესებსა და
პირობებს. ვაფასებთ, რა მომხმარებლების ინტერესს ჩვენი კომპანიისა
და ვებ-გვერდის მიმართ, თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოება და
კონფიდენციალურობა ჩვენთვის პრიორიტეტულია.
პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, ჩვენი კომპანია მონაცემთა
კონფიდენციალურობის დაცვის მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად
მოქმედებს, რათა თქვენი ინფორმაცია მაქსიმალურად იყოს დაცული.
ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემები არ გაიყიდება, არ გავრცელდება და
არ გადაეცემა მესამე მხარეს, სამართლებრივი საფუძვლის ან თქვენი
თანხმობის გარეშე.
ჩვენ ვინარჩუნებთ მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტს, რათა
მინიმუმამდე დავიყვანოთ დაუშვებელი წვდომა.
ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება
როდესაც მომხმარებელი რეგისტრაციის გარეშე სტუმრობს ჩვენს ვებ-
გვერდს და მისი გამოყენება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის
ხდება, ჩვენ მხოლოდ იმ მონაცემებს ვამუშავებთ, რაც ავტომატურად
იგზავნება თქვენი ბრაუზერიდან ჩვენს სერვერზე. ეს მონაცემები
საჭიროა ჩვენი ვებ-გვერდის სათანადოდ მუშაობის, ასევე
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს მონაცემებია: IP მისამართი,
ვიზიტის თარიღი და ხანგრძლივობა, ადგილმდებარეობა, ბრაუზერის
სახელი/ენა/ვერსია და ა.შ.
რეგისტრაციის დროს ან რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში, თქვენ
ეთანხმებით, მოგვაწოდოთ გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია,
როგორიცაა სახელი, მისამართი, ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი. ამ
მონაცემების გამოყენება მიზნად ისახავს ვებ-გვერდის მომსახურების
გაუმჯობესებას, თქვენთვის სიახლეების, შეთავაზებებისა და აქციების
შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, ასევე ჩვენი და მესამე მხარის
უფლებებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვას.
რეგისტრაციის მიმდინარეობისას, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ,
შეინახოთ ან წაშალოთ პირადი მონაცემები. ასევე, შეგიძლიათ,
ნებისმიერ დროს შეცვალოთ პაროლი.