„KONCEPT.GE” – ონლაინ პლატფორმის გამოყენების წესები დაპირობები

შესავალი

აღნიშნული წესები და პირობები წარმოადგენს სავალდებულო
შეთანხმებას თქვენსა და შპს „ედელვაისი“ (შემდგომში „კომპანია“)
შორის, რომელიც განსაზღვრავს თქვენს ვალდებულებებს და
უფლებებს KONCEPT.GE-ის ვებ-გვერდის გამოყენებისას. ამ ვებ-
გვერდის ან მასთან დაკავშირებული მომსახურებების გამოყენება,
მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით
განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია
შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით — ყველა
აღნიშნული აქტივობა და სერვისი ერთობლივად — ცნობილია,
როგორც KONCEPT.GE-ის პლატფორმა.


ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელსაც კომპანია
თქვენგან ან მესამე პირებისგან მიიღებს, დამუშავდება
წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის
პოლიტიკის შესაბამისად (მუხლი # 11);

KONCEPT.GE-ის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით,
თქვენ ავტომატურად ეთანხმებით KONCEPT.GE-ის
კონფიდენციალურობის პოლიტიკას (მუხლი # 11);


ასევე, KONCEPT.GE-ის გამოყენების წესებსა და პირობებზე
თანხმობით, თქვენ ცხადად ეთანხმებით KONCEPT.GE-ის ნივთის
დაბრუნებისა და შეცვლის პოლიტიკას (მუხლი # 8 და 9);


თუ მომხმარებელს სურს გახსნას პირადი ანგარიში KONCEPT.GE-
ის პლატფორმაზე, რათა შეიძინოს პროდუქტი, ხოლო კომპანიამ
მოახდინოს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, ისინი
თანხმდებიან, გაფორმდეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც
მოხდება:


მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნა და მისი გამოყენება
KONCEPT.GE-ის პლატფორმაზე, KONCEPT.GE-ის მიერ


განთავსებული პროდუქციის გაყიდვა და მომხმარებლისთვის
მიწოდება, მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა,
პლატფორმის საშუალებით გაყიდული პროდუქციის საკომისიოს
დაანგარიშება და ანაზღაურების პირობები, ანგარიშის დახურვა;


ვებ-გვერდის გამოყენებამდე, გთხოვთ, ზედმიწევნით და
ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ წესებს;


ნებისმიერი მომხმარებელი, KONCEPT.GE-ის პლატფორმის
გამოყენებისას, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ
ჩამოთვლილი წესები და პირობები. KONCEPT.GE-ის
ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს,
ყოველგვარი დამატებითი თანხმობის გარეშე, ცალმხრივად
შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში, რომელიც შემდგომში
გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე.

1. ტერმინთა განმარტება


1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და
განსაზღვრებებს აქვს ქვემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელობა, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის კონტექსტი აშკარად
განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევა: 


1.1.1. ანგარიში – აღნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე
რეგისტრირებულ პირად ანგარიშს;  
1.1.2. ავტორიზაცია – აღნიშნავს მომხმარებლის წვდომას მის პირად
ანგარიშზე, რომელიც მოიცავს წინამდებარე პირობებისა და წესების მე-6
მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ ქმედებას;  
1.1.3. გამოყენების წესები – აღნიშნავს წინამდებარე წესებს და ყველა
სხვა დამატებით წესს ან პირობას, რომელიც ამ წესებთან ერთად,
ითვლება რეგულაციის ნაწილად და რომელიც განსაზღვრავს
მომხმარებლის ვალდებულებებს ვებ-გვერდის გამოყენებისას, მათ
შორის, ვებ-გვერდზე წარმოდგენილ შინაარსთან, ფუნქციასთან და
მომსახურებებთან დაკავშირებულ საკითხებს;  
1.1.4. ვებ-გვერდი – აღნიშნავს KONCEPT.GE-ს, რომელიც
უზრუნველყოფს მომსახურების შეთავაზებას;  
1.1.5. მომხმარებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც
აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და
სურს, შეიძინოს კომპანია KONCEPT.GE-ის პროდუქცია;   
1.1.6. კომპანია – შპს „ედელვაისი“, რომელიც რეგისტრირებულია და
მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,

რეგისტრირებული 20.08.2018 წელს (რეგისტრაციის ნომერი
№448408054, იურიდიული მისამართი: საქართველო, ხელვაჩაურის
რაიონი, სოფელი ორთაბათუმი, 1-ლი I ჩიხი, N 4);  
1.1.7. მომხმარებელი, მომხმარებლები – გულისხმობს KONCEPT.GE-ის
ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს;  
1.1.8. მხარეები – აღნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებელს;  
1.1.9. KONCEPT.GE-ის პლატფორმა – პლატფორმა, რომლითაც
ოპერირებს KONCEPT.GE და მოიცავს ვებ-გვერდს, მათ შორის ვებ-
გვერდის სრულ ფუნქციონალს; 
1.1.10. ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირადი ანგარიშის ან/და
მომსახურების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება;  
1.1.11. უნივერსალური იდენტიფიკატორები – KONCEPT.GE -ის მიერ
მომხმარებლისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელიც
საჭიროა რეგისტრაციისა და პლატფორმის დისტანციური
მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით
სარგებლობისათვის;  
1.1.12. წვდომის კოდ(ებ)ი – მომხმარებლისთვის მიწოდებული
კონფიდენციალური ინფორმაცია, როგორიცაა კოდები, პაროლები,
მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი ან/და სხვა მსგავსი
ინფორმაცია, რომელიც პლატფორმის მომსახურებებზე წვდომას
უზრუნველყოფს;  
1.1.13. ხელშეკრულება – მომხმარებელსა და KONCEPT.GE-ს შორის
დადებული შეთანხმება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და
პირობებს, ასევე ნებისმიერი სახის დანართს, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;  
1.2. სადაც კონტექსტი ამას მოითხოვს, სიტყვები, რომლებიც
მხოლოობით რიცხვშია, შესაძლოა აღნიშნავდეს მრავლობითს და
პირიქით.

2. განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი
აცხადებს, რომ:


2.1. წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან არის 18 წლის ასაკს მიღწეული,
სრულწლოვანი და ქმედუნარიანი ფიზიკური პირი;  

2.2. აქვს სრული ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული,
ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების
ზემოქმედების ქვეშ, არ არის შეცდომის, თაღლითობის, მუქარის ან სხვა
მართლსაწინააღმდეგო, უკანონო ზემოქმედების ქვეშ, მათ შორის,
KONCEPT.GE-ის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად
აცნობიერებს საკუთარი გადაწყვეტილებების შინაარსს, პირობების
დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;  
2.3. მომხმარებელს აქვს უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის
უფლებამოსილებას), ხელი მოაწეროს და შეასრულოს ყველა
ვალდებულება, რომელიც უკავშირდება ამ პირობებს ან სხვა
ხელშეკრულებებსა და განაცხადებს;  
2.4. გაეცნო ამ პირობებს და ცხადად ეთანხმება მათ;  
2.5. მის მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია არის ზუსტი და
ჭეშმარიტი;  
2.6. მომხმარებელი არ არის ჩართული და არ მონაწილეობს უკანონო
საქმიანობაში, როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე მისი
მოქალაქეობის შესაბამისად, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის
მიხედვით, მათ შორის ფულის გათეთრებაში, იარაღის ვაჭრობაში,
ტერორიზმში ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში;  
2.7. მისი საქმიანობა ან ქმედებები პირადი ანგარიშის გახსნისა და
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შეესაბამება
ადგილობრივ ან/და შესაბამის საერთაშორისო კანონმდებლობას;  
2.8. მისი ქმედებები არ არის/იქნება მიმართული KONCEPT.GE-ის ან სხვა
პირების მოტყუებისკენ; შესაბამისად, ყველა დოკუმენტი და
ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელმა ხელშეკრულების დასადებად ან
მის საფუძველზე და შესასრულებლად KONCEPT.GE-ს მიაწოდა,
წარდგენის მომენტისთვის არის ზუსტი, სანდო და სრული;  
2.9. იგი სრულად და სათანადოდ შეასრულებს პირობებით
გათვალისწინებულ ნაკისრ ვალდებულებებს;
2.10. თანახმაა, რომ პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ,
ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტამდე, KONCEPT.GE-ს შეუძლია,
ნებისმიერ დროს, მოიძიოს/გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ
მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ
შორის პერსონალური მონაცემები და უნივერსალური
იდენტიფიკატორები;  
2.11. მომხმარებელი დაუყონებლივ აცნობს წერილობით KONCEPT.GE-ს
ყველა იმ გარემოებას/გარემოებებს, რაც შეიძლება წინააღმდეგობაში
მოდიოდეს მის განცხადებებთან ან/და გარანტიებთან, ან გამოიწვიოს
მათი დარღვევა;  

2.12. KONCEPT.GE ხელშეკრულებას მხოლოდ ამ პირობებში მოცემული
განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების საფუძველზე დებს
და მათ ხელშეკრულების ნაწილად მიიჩნევს. შესაბამისად, ამ
გარანტიების ან განცხადებების დარღვევა წარმოადგენს საკმარის
საფუძველს KONCEPT.GE-ისთვის, რომ ცალმხრივად გააუქმოს
ნებისმიერი მომსახურება, რომელიც ხელშეკრულების ან ამ პირობების
საფუძველზე უნდა შესრულებულიყო. 

3. KONCEPT.GE-ის სრულ მომსახურებასთან დაკავშირებული პირობები
მყიდველისთვის
 


3.1. მყიდველი ვალდებულია დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე
KONCEPT.GE;  
3.2. ვებ-გვერდზე რეგისტრაციისთვის მყიდველმა უნდა მიუთითოს
სახელი, გვარი, ელ.ფოსტა და პაროლი, რომელიც ეცოდინება მხოლოდ
მას. აღნიშნული ინფორმაცია სისტემაში არ შეინახება ღია ფორმით,
არამედ შეინახება მისი ჰეშირებული ვერსია, რომელიც არ არის/იქნება
ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის, გარდა მეპატრონისა;  
3.3. რეგისტრაციის ან/და შეკვეთის პროცესის დასრულებამდე,
მომხმარებელს ევალება, დაადასტუროს თავისი თანხმობა და მონიშნოს
შესაბამისი ველი, რაც ნიშნავს, რომ იგი ეთანხმება KONCEPT.GE-ის
კონფიდენციალურობის პოლიტიკას, გამოყენების წესებსა და
მომსახურების პირობებს, ასევე შეცვლის/დაბრუნების პოლიტიკას
(მუხლი # 8 და 9);  
3.4. ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მყიდველი არჩევს
სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში
ყიდვის მიზნით;  
3.5. ყიდვის დასრულებისათვის, მომხმარებელი ყიდვის გვერდზე
ავსებს ველებს, სადაც უთითებს დამატებით ინფორმაციას: პირადი
ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ასევე ირჩევს
მიტანისა და გადახდის სასურველ მეთოდს, რის შემდეგაც, ასრულებს
ყიდვის პროცედურას;  
3.6. კომპანია იტოვებს უფლებას, გააუქმოს მყიდველის რეგისტრაცია
და ანგარიში, თუ დაფიქსირდება კანონით ან ამ ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პირობების დარღვევა, ან არაკეთილსინდისიერი
ქმედება.

4. რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები

4.1. მომხმარებლის სახელი – ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის
სისტემის მიერ ავტომატურად განსაზღვრული პარამეტრი, რომელიც
აუცილებელია დისტანციური მომსახურების მისაღებად და
ავტორიზაციისთვის;  
4.2. პაროლი – ავტორიზაციისთვის საჭირო კიდევ ერთი პარამეტრი,
რომელიც საჭიროა ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების
მისაღებად. მომხმარებელი თავად განსაზღვრავს პაროლს, რომელიც
შეუძლია მოგვიანებით შეცვალოს/განაახლოს. პაროლი გამოიყენება
KONCEPT.GE-ის მომსახურების არხების ან კომუნიკაციის სხვა
საშუალებების ხელმისაწვდომობისთვის;  
4.3. მობილური ტელეფონის ნომერი – მომხმარებლის ტელეფონის
ნომერი, რომელსაც სისტემა იყენებს ცენტრალიზებული დისტანციური
მომსახურების ოპერაციებისათვის საჭირო ერთჯერადი წვდომის
კოდების და პაროლების (ასეთის არსებობის შემთხვევაშ)
გაგზავნისთვის;  
4.4. მომხმარებლის პირადი ნომერი – მომხმარებლის უნიკალური
საიდენტიფიკაციო ნომერი;  
4.5. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი –
მომხმარებლის უნიკალური იდენტიფიკატორი და ელ.ფოსტა, სადაც 
სისტემა ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით
განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის მომხმარებელს უგზავნის
წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ასევე, ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად,
მომხმარებლისთვის ავტორიზაციის მეთოდი შეიძლება იყოს მარტივი
(სახელის და პაროლის გამოყენებით) ან რთული (სახელი, პაროლი და
ერთჯერადი კოდი). ავტორიზაციის მეთოდი თითოეული შესაბამისი
დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურების
გამოყენებისთვის, რეგისტრირდება ცენტრალიზებული
იდენტიფიკაციის სისტემაში;  
4.6. დამატებითი იდენტიფიკატორები – კომპანიის მიერ უსაფრთხოების
ან მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შესაძლოა განისაზღვროს
მომხმარებლის  ახალი ან განსხვავებული იდენტიფიკატორები.

5. ავტორიზაცია


5.1. ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელმა უნდა გაიაროს
ავტორიზაცია, რათა შეძლოს ვებ-გვერდის ყველა ფუნქციით
სარგებლობა (მათ შორის, საკუთარი პროფილის/ანგარიშის არსებობა და

მასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ფუნქციით სარგებლობის
შესაძლებლობა);  
5.2. ავტორიზაცია ხდება მომხმარებლის უნივერსალური
იდენტიფიკატორების გამოყენებით.

6. მომხმარებლის მიერ სასურველი პროდუქტის არჩევა, შეკვეთის
განთავსება და მიღება


6.1. ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია წვდომა
ჰქონდეს სხვადასხვა სახის ინფორმაციაზე, ავტორიზაციის ან
ავტორიზაციის გარეშე.
6.2. ნავიგაციის ღილაკების გამოყენებით, მომხმარებელი ირჩევს
სასურველი პროდუქტის კატეგორიას და საშუალება ეძლევა, მონაცემთა
ფილტრაცია საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან სხვა
პარამეტრების მიხედვით განახორციელოს.
6.3. სპეციალურად განკუთვნილი ღილაკის გამოყენებით,
მომხმარებელი ირჩევს სასურველ პროდუქტს და საკუთარ კალათაში
ათავსებს. 
6.4. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ, მომხმარებელი
გადამისამართდება შეკვეთისა და გადახდის გვერდზე, სადაც
პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს დამატებითი
სერვისების საფასური.  
6.5. მომხმარებელს KONCEPT.GE-ის პლატფორმის საშუალებით
შეძენილი პროდუქციის მიღება, მის მიერ გადახდილი თანხის კომპანიის
ანგარიშზე ასახვის შემდეგ, ინდივიდუალურად შეეძლება
(კონკრეტული მდებარეობის გათვალისწინებით).  
6.6. მომხმარებელს უფლება აქვს გამოიყენოს პროდუქტის დაბრუნების
ან შეცვლის შესაძლებლობა, შესაბამისი პირობების მიხედვით (მუხლი #
8 და 9).  
6.7. შეკვეთის მიწოდება ხდება საქართველოს ყველა რეგიონში.  
6.8. მიწოდების პირობები:  
6.8.1. თუ გადახდა განხორციელდა ინვოისის მიხედვით საბანკო
გადარიცხვით, მიწოდება მოხდება თანხის გამყიდველის საბანკო
ანგარიშზე ასახვიდან, ინდივიდუალურად, კონკრეტული მდებარეობის
მიხედვით.  
6.8.2. მიწოდება ხორციელდება მხოლოდ მისამართზე (სართულზე
ატანის მომსახურებას არ ითვალისწინებს).
6.9. პროდუქციის რეგიონებიდან შეკვეთის შემთხვევაში, გადახდის
მეთოდია საბანკო გადარიცხვა ინვოისის საფუძველზე.  

6.10. მიწოდება განხორციელდება თანხის გამყიდველის საბანკო
ანგარიშზე ასახვიდან, ინდივიდუალურად, კონკრეტული მდებარეობის
მიხედვით.  
6.11. შეკვეთის დამუშავება ხორციელდება 10:00-დან 18:00 საათამდე.
18:00 საათის შემდეგ შესრულებული შეკვეთა მომდევნო სამუშაო დღეს
დამუშავდება.

7. KONCEPT.GE-სა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორების წესები
და პირობები


7.1. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ანგარიშსწორება საკრედიტო
ბარათის მეშვეობით განახორციელოს, რაც მომხმარებლის მიერ
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას გულისხმობს. 
7.2. საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, გადარიცხვის
მიმღები მხარე არის კომპანია.  
7.3. საკრედიტო ბარათით გადახდის პროცესში წარმოშობილი
გაუთვალისწინებელი პრობლემის/პრობლემების გადასაჭრელად,
კომპანია მომხმარებელს დახმარებას კლიენტთა მომსახურების
ცენტრის მეშვეობით გაუწევს. 
7.4. კომპანიის წინაშე მომხმარებლის ვალდებულება ჩაითვლება
შესრულებულად იმ მომენტიდან, როცა პროდუქტის ღირებულება და
მასზე დარიცხული საკომისიო სრულად აისახება კომპანიის შესაბამის
საბანკო ანგარიშზე.  
7.5. მყიდველი KONCEPT.GE-თან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის
შემდეგი მეთოდ(ებ)ით:  
• საბანკო გადარიცხვა ინვოისის საფუძველზე (შენიშვნა: თუ
პროდუქტის მიწოდებისას ტარიფი იცვლება, მომხმარებელი
ვალდებულია დაელოდოს ახალ ინვოისს, რომელშიც მითითებული
იქნება მიწოდების ახალი ტარიუფი).

მომსახურება და მიწოდება


მომხმარებლისთვის შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება მის მიერ
მითითებულ მისამართზე, ყიდვიდან 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში
მოხდება, მას შემდეგ, რაც დამკვეთი/მომხმარებელი სრულად
გადაიხდის პროდუქციის მთლიან ღირებულებას და თანხა კომპანიის
საბანკო ანგარიშზე აისახება;

პროდუქტის საბოლოო ღირებულებაში შედის უფასო აწყობა და
ტრანსპორტირება ქალაქის ფარგლებში (თბილისიდან - თბილისში,
ბათუმიდან - ბათუმში). საქართველოს სხვა რეგიონებში
ტრანსპორტირების შემთხვევაში, ღირებულება დაემატება მანძილის
შესაბამისად;


შენაძენის შენახვა კომპანიის საწყობში შესაძლებელია მხოლოდ 1
(ერთი) თვის განმავლობაში.  


ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის
მისაღებად, დაგვიკავშირდით +(995) 510 103 033 ან მოგწერეთ ელ.
ფოსტაზე:  info@koncept.ge

დაგვიკავშირდით