ხშირად დასმული კითხვები

შეკვეთა

როგორ ვადევნო თვალი ჩემს შეკვეთას?

თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენს შეკვეთას განთავსებიდან 24 საათის შემდეგ.

მას შემდეგ,რაც... როცა თქვენი გზავნილი დამუშვდება, თქვენ მიიღებთ გზავნილის უნიკალურ კოდს SMS-ის სახით.

შემიძლია შევცვალო ან გავაუქმო შეკვეთა, განთავსების შემდეგ?

ონლაინ შეკვეთის გასაუქმებლად, საჭიროა, გამოგვიგზავნოთ
წერილობითი შეტყობინება ელ. ფოსტაზე (return@koncept.ge), სადაც
მიუთითებთ შეკვეთის დეტალებს და გაუქმების მიზეზს. თანხის
დაბრუნება განხორციელდება მოთხოვნის დადასტურებიდან 5 სამუშაო
დღის განმავლობაში.  

დეტალურად იხილეთ აქ.

გადახდის რა მეთოდები გაქვთ?

გადახდა შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:

1. პლასტიკური ბარათი

2. თიბისი ბანკის განვადება

3. საქართველოს ბანკის ონლაინ განვადება

4. კრედო ბანკის განვადება

5. სფეისის ონლაინ განვადება

6. კრისტალის ონლაინ განვადება

7. საბანკო გადარიცხვა ინვოისის საფუძველზე

დეტალურად იხილეთ აქ.

მიწოდება

მიწოდების რა ვარიანტებს გვთავაზობთ?

მომხმარებლისთვის შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება მის მიერ
მითითებულ მისამართზე, ყიდვიდან 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში
მოხდება, მას შემდეგ, რაც დამკვეთი/მომხმარებელი სრულად
გადაიხდის პროდუქციის მთლიან ღირებულებას და თანხა კომპანიის
საბანკო ანგარიშზე აისახება;

რა ღირს მიწოდება?

პროდუქტის საბოლოო ღირებულებაში შედის უფასო აწყობა და
ტრანსპორტირება ქალაქის ფარგლებში (თბილისიდან - თბილისში,
ბათუმიდან - ბათუმში).

საქართველოს სხვა რეგიონებში
ტრანსპორტირების შემთხვევაში, ღირებულება დაემატება მანძილის
შესაბამისად;

დეტალურად იხილეთ აქ.

აგზავნით საერთაშორისო დონეზე?

შეძენილი პროდუქციის გაგზავნა შესაძლებელია როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.

დეტალურად იხილეთ აქ.