ონლაინ შეკვეთის გასაუქმებლად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ
წერილობითი შეტყობინება ელ. ფოსტაზე support@koncept.ge, სადაც
მიუთითებთ შეკვეთის დეტალებს და გაუქმების მიზეზს. თანხის
დაბრუნება განხორციელდება მოთხოვნის დადასტურებიდან 5 სამუშაო
დღის განმავლობაში.
დადგენილ ვადაში ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების
გამოყენების შემთხვევაში, მტკიცების პასუხისმგებლობა მომხმარებელს
ეკისრება.
პროდუქციის უკან დაბრუნების ყველა ხარჯი მომხმარებელს ეკისრება.
პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში, მთავარი პირობაა, რომ ის
ინარჩუნებდეს სასაქონლო სახეს, თან ახლდეს ყველა დამატებითი
აქსესუარი და ყუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მომხმარებელს არ აქვს უფლებამოსილება უარი განაცხადოს
ხელშეკრულებაზე, თუ:
პროდუქტი იყო ჰერმეტულად დაცული და შეფუთვა გახსნა მიწოდების
შემდეგ, რის შედეგადაც, პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია
ჯანმრთელობის ან ჰიგიენური მიზეზების გამო;
პროდუქტი გამოყენებული იყო;
პროდუქტი აღარ ინარჩუნებს პირვანდელ სასაქონლო სახეს,
მთლიანობას, სამომხმარებლო თვისებებს, ან ეტიკეტს (მწარმოებელი
ფაბრიკის მიერ მიმაგრებულ იარლიყს);
მომხმარებელი დაარღვევს პროდუქტის ინსპექტირების წესებს,
რომელიც დასაშვებია მხოლოდ საქონლის მახასიათებლების,
თვისებებისა და ფუნქციონირების შესაფასებლად.
მხარეებს შორის დადებული დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებები, ხელშეკრულებაზე უარის თქმით ქარწყლდება.
მყიდველი ვალდებულია, მის მიერ შეძენილი პროდუქტი
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინებიდან, არაუგვიანეს 7
კალენდარული დღის ვადაში დაუბრუნოს მოვაჭრეს.
მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს პროდუქტის
შეძენისთვის გადახდილი თანხა და, თუ საჭიროა, მიწოდების ხარჯი
(გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელმა მოვაჭრის მიერ
შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო
ძვირადღირებული მეთოდი არჩია) დაბრუნების შესახებ შეტყობინების
მიღებიდან 14 დღის განმავლობაში.
მოვაჭრე უფლებამოსილია, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე, ვიდრე
პროდუქტი დაუბრუნდება ან მომხმარებელი არ მიაწვდის საქონლის
გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს (იმის მიხედვით, რომელიც
უფრო მალე შესრულდება).
კანონისმიერი გარანტია:
იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი ნაკლის მქონე აღმოჩნდა,
მომხმარებელი უფლებამოსილია მოვაჭრისგან ნაკლის აღმოფხვრა
მოითხოვოს შემდეგი გზით: მოვაჭრის მიერ საქონლის უსასყიდლოდ
შეცვლა, ღირებულების შემცირება ან მოითხოვოს, ხელშეკრულებიდან
გასვლის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საქონლის შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებას
წარმოადგენს. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის
უსასყიდლოდ შეცვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს შეუძლებელია
საქონლის ბუნებიდან გამომდინარე ან როდესაც მსგავსი პროცედურა
დიდ ხარჯს მოითხოვს, რომელიც არ არის მართებული ან შესაბამისი.
საქონლის შეცვლა უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადაში ისე, რომ
მომხმარებელს არ შეექმნას სერიოზული შეფერხება საქონლის ბუნებისა
და მისი გამოყენების მიზნის გათვალისწინებით.
საქონლის უსასყიდლოდ შეცვლა მოიცავს ყველა იმ ხარჯის (მათ შორის,
ფოსტის და სამუშაო ძალის ხარჯების) დაფარვას, რომელიც საჭიროა
საქონლის შესაცვლელად და ხელშეკრულებით გათვალისწინებული
პირობების უზრუნველსაყოფად.
მომხმარებელი უფლებამოსილია, საქონელზე მოითხოვოს ფასის
შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ სახეზეა ერთ-ერთი
შემდეგი პირობა:
ა) საქონლის შეცვლა შეუძლებელია;
ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეცვალა, რის შედეგადაც,
მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულების მიმართ ინტერესი
დაკარგა;
გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან
შეფერხებას ან/და წინაღობას შეუქმნის.
ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მომხმარებელი
უფლებამოსილია, ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული
ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით მოითხოვოს.
იმის განსაზღვრისთვის, თუ რამდენად არათანაზომიერი ან შეუსაბამოდ
დიდია ხარჯი, გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
ა) საქონლის ღირებულება, რომელიც შეესაბამება მის ხელშეკრულებით
განსაზღვრულ პირობებს;
ბ) საქონლის შესაბამისობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ
პირობებთან;
გ) საქონლის ნაკლის აღმოფხვრის სხვა ვარიანტი, რომელიც არ
გამოიწვევს მომხმარებლისთვის შეფერხებებს.
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ზემოაღნიშნული უფლებებით
ისარგებლოს იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ნაკლი მისი მიღებიდან ორი
წლის ვადაში აღმოჩნდა. თუ ნაკლი საქონლის მიღებიდან ექვსი თვის
განმავლობაში აღმოჩნდა, ითვლება, რომ ნაკლი უკვე არსებობდა
საქონლის მიწოდების მომენტში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
საქონლის ბუნება ან ნაკლის სახე არ შეესაბამება ამას. ასეთ
შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი სრულად ეკისრება მოვაჭრეს. თუ
ნაკლი ექვსი თვის შემდეგ აღმოჩნდა, მომხმარებელმა უნდა
დაამტკიცოს, რომ ნაკლი საქონლის მიწოდების დროსაც არსებობდა.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, შეეწინააღმდეგოს ან უარი თქვას
ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელო გახლავთ.
პროდუქციის დაბრუნების წესები