ძველი ავეჯის ჩანაცვლების მომსახურება

“კონცეპტი” გთავაზობთ უნიკალურ მომსახურებას, რომელიც თქვენს ავეჯსა და ინტერიერს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია, ძველი ავეჯი — ახლით შეცვალოთ.

აღნიშნული მომსახურება შესაძლებლობას გაძლევთ, თავად განსაზღვროთ თქვენი ავეჯის სავარაუდო ღირებულება, გადაუღოთ ფოტო და თქვენ მიერ ნავარაუდებ ფასთან ერთად, მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ძველი ავეჯის ფოტოს, თან დაურთოთ “კონცეპტის” შოურუმში წარმოდგენილი იმ ავეჯის ფოტო, რომლით ჩანაცვლებასაც ისურვებდით.

ჩვენი პროფესიონალი ექსპერტების გუნდი უმოკლეს დროში შეაფასებს ჩასანაცვლებელი ავეჯის ღირებულებას და შესაბამისი არჩევანის მიხედვით, ახალი ავეჯის საუკეთესო ვარიანტს შემოგთავაზებთ.

შეთანხმების შემთხვევაში, თქვენი ძველი ავეჯის ახლით ჩანაცვლებას, უპრობლემოდ შეძლებთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული მიტანისა და წამოღების უფასო სერვისის მეშვეობით, რომელიც ავეჯის ჩანაცვლების პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს.

შეავსეთ ფორმა