განვადების პირობები

ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ონლაინ განვადების მომსახურებით! გთავაზობთ მარტივ გზას, რომლითაც პროდუქციის შეძენას განვადებით შეძლებთ.

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, მოგვწერეთ კომპანიის ელ. ფოსტაზე (products@koncept.ge) და მოითხოვეთ განვადების ფორმა. ამის შემდეგ, ჩვენ გამოგიგზავნით ინვოისს (ავსებთ განვადების სპეციალურ ფორმას), რომელსაც ბანკში წარადგენთ. თუ ბანკი დაამტკიცებს განვადების მოთხოვნას, თქვენ შეძლებთ პროდუქციის შეძენას, რომელსაც თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე, შესაბამის ვადებში მოგაწვდით.

შეიძინეთ სასურველი ავეჯი და აქსესუარები განვადებით, მარტივად და სწრაფად!