გადადით კონტენტზე
KONCEPT
შესვლა
დახარჯეთ კიდევ 1,200 ₾ უფასო მიტანისთვის.(რაიონებში)
უფასო მიტანა განხორციელდება გადახდისას

თქვენი კალათა ცარიელია

გააგრძელეთ შოპინგი
0კალათა(0.00 ₾)

მასშტაბური პოპულარობის საკულტო ავეჯი კონცეპტში

ავეჯი არ არის მხოლოდ უბრალო აუცილებლობა ჩვენს ცხოვრებაში, ეს არის კულტურის, ინოვაციებისა და მხატვრობის ანარეკლი. როდესაც ვსაუბრობთ საკულტო ავეჯზე, ჩვენ ვუყურებთ ქმნილებებს, რომლებმაც დროს გაუძლო, არა მხოლოდ - ხარისხით, არამედ გავლენით ინტერიერის დიზაინზე. 

წარმოგიდგენთ საკულტო ავეჯს, მსოფლიო დონის ტრენსეტერებს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრეს და განაახლეს ინტერიერის დიზაინი:

1."Roly-Poly" სავარძელი 

დიზაინერი: ფეი ტუგუდი

წელი: 2014

ადგილმდებარეობა: ინგლისი

ეს არის სავარძელი, რომელზეც ამბობენ, რომ მას აქვს იუმორის გრძნობა, რადგანაც მისი ფორმა კრიტიკოსებს ცხოველის სილუეტს ახსენებს მულტფილიმებიდან.

შემქმნელმა, ფეი ტუგუდმა, ბრიტანელმა ტანსაცმლისა და ინტერიერის დიზაინერმა განაცხადა, რომ სავარძელი, ქალის, როგორც დედის სიძლიერის სიმბოლოა. მისი სიმრგვალე ფეის ორსულობით იყო შთაგონებული. 

სწორედ ამიტომ დიზაინერმა, შექმნა როგორც ვიზუალურად მრგვალი და ცილინდრული სკამი, ასევე სუპერ კომფორტული, რომელიც სასურველი იქნებოდა ქალებისათვის, როგორც ორსულობაში, ასევე შემდგომ პერიოდში, ვინაიდან, ის შემოთავაზებულია "კუთხეების დაბლოკვის" ფუნქციით და სრულად ინტეგრირებულია პატარებთან.

2. LC2 Grand Comfort დივნების სეტი

დიზაინერი: ლე კორბუზიე, შარლოტ პერიანი, პიერ ჟანერე

წელი: 1928

ადგილმდებარეობა: საფრანგეთი

LC2 Grand Comfort დიზაინის კლასიკაა - ცნობილია, როგორც მოდერნისტული დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუში. დივნის სამი დიზაინერიდან ერთ-ერთმა, ლე კორბუზიემ მას "ბალიშების კალათი" უწოდა, რაც ხაზს უსვამს მის უნიკალურ დიზაინს, სადაც რბილი ბალიშები მოთავსებულია მყარ მეტალის ჩარჩოში. 

1929 წელს პარიზის საშემოდგომა გამოფენის შემდეგ, დივანი გახდა მე-20 სუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, სასურველი და გაყიდვადი ავეჯი.

ეს ნიმუში წარმოდგენილია ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვენბის მუზეუმში, რადგანაც ითვლება მოდრნისტული დიზაინის სიმბოლოდ.

3. LC4 Chaise Longue სავარძელი

დიზაინერი: ლე კორბუზიე

წელი: 1928

ადგილმდებარეობა: საფრანგეთი

LC4 წარმოადგენს ლე კორბუზიეს ხედვას სახლზე, როგორც "დამამშვიდებელ მანქანაზე". მისი დიზაინი აერთიანებს ინდუსტრიულ ესთეტიკასა და კომფორტს, რაც მას ხდის მოდერნისტული დიზაინის სიმბოლოდ.

სწორედ ამ სავარძლის დიზაინი ეფუძნება კორბუზიეს რწმენას, რომ ავეჯი უნდა იყოს ჩვენი სხეულის გაგრძელება. ის ერგონომიულია, და შექმნილია სხეულის ბუნებრივი კონტურის შესაბამისად - მაქსიმალური დასვენებისათვის.

4. E 1027 რეგულირებადი მაგიდა

დიზაინერი: ეილენ გრეი

წელი: 1927

ადგილმდებარეობა: ირლანდია

ესაა ავეჯი რომელიც, არა ესთეტიკას, არამედ სიყვარულს ეფუძნება. დიზაინერმა ეილენ გრეიმ ეს მცირე ზომის მაგიდა საკუთარი დისთვის შექმნა, რომელსაც საწოლში უყვარდა საუზმის მირთმევა.

1927 წლისთვის, ეს კომპაქტური მაგიდა, ნამდვილი ბესტსელერი გახდა თავისი ელეგანტური, მარტივი ვიზუალითა და ამავდროულად, ფუნქციური დანიშნულების გამო.

ის იყო ერთ-ერთი პირველი ნაკეთობა, რომელიც მთელი თავისი არსით, არა ინტერიერის დიზაინს, არამედ ადამიანების კმფორტს ემსახურებოდა.

ახლა კი, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ის კვლავ ულტრათანამედროვედ გამოიყურება. სწორედ ეს მაგიდა გახდა იმის დასტური, რომ ეილენ გრინი დროს უსწრებდა.

5. Serie Up 2000 სავარძელი

დიზაინერი: გაეტანო პესჩე

წელი: 1969

ადგილმდებარეობა: იტალია

Serie Up 2000 არის იტალიური ბრენდის B&B Italia-ს მიერ წარმოებული უნიკალური სავარძელი, რომელიც 1969 წელს Gaetano Pesce-მ შექმნა. ეს დიზაინი თანამედროვე ხელოვნებისა და დიზაინის შერწყმას წარმოადგენს და ცნობილია თავისი ანთროპომორფული ფორმებითა და სიმბოლიზმით.

როგორ გახდა ის ფემინიზმის სიმბოლო ინტერიერის დიზაინში? 

Serie Up 2000-ის დიზაინი არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ღრმად სიმბოლურია. მისი ფორმა მოგაგონებს ქალის სხეულს — სავარძელი მკერდის ფორმისაა, ხოლო ოტომანი (ბურთი), რომელიც კაბელით არის დაკავშირებული, განასახიერებს ბოჭვას. დიზაინერი, Gaetano Pesce, ამბობს, რომ ეს გამოხატავს ქალის ისტორიულად შეზღუდულ მდგომარეობას — სურვილს თავისუფლებაზე და ამავე დროს სოციალურ კავშირებზე.

Serie Up 2000 ხელოვნების, დიზაინისა და ფემინისტური იდეების შესანიშნავი შერწყმაა. სავარძელი გამოფენილია მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში, მათ შორის MoMA-ში (ნიუ-იორკი) და Triennale Milano-ში. ის იქცა პოპ-კულტურის სიმბოლოდ, რომელიც გამოიყენება როგორც კრიტიკული კომენტარი ქალთა ჩაგვრაზე.

Serie Up 2000-ს 2022 წელს მიენიჭა XXVII Compasso d’Oro ADI - Product Career Award, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას თანამედროვე დიზაინში.