რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე შენი მშვიდი ძილი? - პროცესი, როცა ენერგიით ივსები და ქმნი შემდეგი დღის პროდოქტიულობასა და მზაობას ნებისმიერი გამოწვევისათვის.
ახალი მატრასის შეძენა პასუხისმგებლობაა, რომელიც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. როგორ შეგიძლია დარწმუნდე, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებ? მოდი, განვმარტოთ, რამდენიმე გავრცელებული მითი ჩვენი საყვარელი ძილის თანამგზავრის შესახებ.
მითი № 1
მატრასი მატრასია, არ აქვს მნიშვნელობა ერთი ადამიანი გამოიყენებს მას თუ ორი.
სიმართლე: უკეთესი გამოცდილებისათვის, უმჯობესია წყვილებმა და ძილის პარტნიორება შემდეგი ინფორმაცია გაითვალისწინონ:
რომელი ზამბარაა შექმნილი პარტნიორებისათვის, რომლებიც საწოლს იზიარებენ?
პარტნიორებისათვის საუკეთესოა ე.წ. "ჯიბის ზამბარა", რომლის სახელწოდებაც მიგვანიშნებს, რომ ამ დროს, ზამბარები ცალ-ცალკეა განთავსებული კონვერტებში, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ მათგანს დამოუკიდებლად იმუშავონ. სწორედ ამ თვისების გამო, თითოეული ზამბარა უზრუნველყოფს სხეულის იმ ნაწილების უკეთეს მხარდაჭერას, რომლებიც ყველაზე მეტი წნევის ქვეშ არიან, მაგალითად, მხრები და წელის არე.
კონცეპტში ამ "ფუფუნებით" შექმნილ მატრასებსაც გადააწყდები, რომლებიც შენს მშვიდ ძილზე იქნებიან პასუხისმგებლები:
იხ. კონცეპტის მატრასი "ჯიბის ზამბარებით"
წყვილებისათვის დარგის სპეციალისტები ასევე რეკომენდაციას უწევენ მატრასებს "მეხსიერების ღრუბლით".
რას ნიშნავს მატრასის მახსიერების ღრუბელი? - (Memory Foam) ეს არის სპეციალური ტიპის ღრუბელი, რომელიც შეიცავს პოლიურეთანზე დაფუძნებულ მასალას. მას ახასიათებს უნიკალური თვისება – შეუძლია შეინარჩუნოს სხეულის ფორმა, როცა მასზე წნევა ზემოქმედებს, ხოლო წნევის მოხსნის შემდეგ, აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა.
რატომ წყვილებისათვის?
-
მოძრაობის ბლოკირება – მეხსიერების ქაფი, როგორც წესი, ანელებს მოძრაობის შეგრძნებას, ამიტომ თუ პარტნიორი საწოლში გადაადგილდება, მეორე ადამიანი ნაკლებად გრძნობს ამ მოძრაობას. ეს კი მნიშვნელოვანია მშვიდი და უწყვეტი ძილისთვის.
-
კარგი ვენტილაცია და ტემპერატურის კონტროლი – თანამედროვე მეხსიერების ღრუბელი შეიცავს ჰაერგამტარ მასალებს, რაც ამცირებს სითბოს დაგროვებას და უფრო კომფორტული ძილის გარემოს ქმნის ორი ადამიანისათვის.
იხ. კონცეპტის მატარსი "მეხსიერების ღრუბლით"
მითი № 2
რბილი მატრასი ნიშნავს უფრო მეტ კომფორტს
სიმართლე: კომფორტის აღქმა ინდივიდუალურია, ზოგიერთი ადამიანისთვის უკეთესია მყარი მატრასი, ზოგიერთისთვის კი - რბილი.
ზომიერად მყარი მატრასი უზრუნველყოფს უკეთეს მხარდაჭერას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირებისათვის, რომელთაც წელის ან ზურგის პრობლემა აქვთ.
სწორედ ამიტომ, მწარმოებლები ხშირად გვთავაზობენ შიგთავსის "გასამკვრივებელ კონვერტებს", გარდა ამისა, ის მატრასის შემდეგ დადებით თვისებებსაც უზრუნველყოფს:
- გამძლეობა – "გასამკვრივებელი კონვერტი" ამცირებს მატრასის ზედაპირის ზედმეტ დაჭიმვასა და ცვეთას, ასე მატრასი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებს თავდაპირველ ფორმას.
- მატრასის ვიზუალური გაუმჯობესება – "გასამკვრივებელ კონვერტიანი" მატრასის ზედაპირი უფრო ელეგანტური და მიმზიდველია.
იხ. კონცეპტის მატრასი "გასამკვრივებელი კონვერტით"
მითი № 3
თუ მატრასი ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ კიდევ კარგად გამოიყურება, შეიძლება კვლავ გამოიყენო ათწლეულების განმავლობაში
სიმართლე: მატრასის გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ მატრასი პირველ ეტაპზე კარგია, მას შემდეგ, რაც ის კარგავს ფორმას და მხარდაჭერის უნარს სხეულის მიმართ, შესაძლოა აღარ აღმოჩნდეს ისეთი კომფორტული ან ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, როგორც მანამდე.
დარგის სპეციალისტები ხშირად გვირჩევენ მატრასის შეცვლას დაახლოებით 7-10 წელიწადში ერთხელ.
მითი № 4
მატრასს დამატებითი დამცავი სჭირდება ლეიბის სახით, რათა ნაკლებად დაბინძურდეს და დიდხანს გაძლოს.
სიმართლე: თანამედროვე მატრასებში უკვე გათვალისწინებულია ზედაპირის დაბინძურების საკითხი, სწორედ ამიტომ მისი მოხსნა და გარეცხვა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
კონცეპტის ლეიბები, რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვან დეტალსაც ითვალისწინებენ, და სხვა კომფორტზე ორიენტირებული თვისებების გარდა, მის მრავალწლიან სისუფთავეს, ამ ხერხით გპირდებიან.
მითი № 5
ბუნებრივი მასალები(მაგალითად ქოქოსი) არც ისე მყარ და მკვრივ შიგთავსს ქმნის.
სიმართლე: ქოქოსის ქერქის გამოყენებას მატრასში არა მხოლოდ სიმყარისა და მდგრადობის შექმნა შეუძლია, არამედ კიდევ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ფაქტორს აერთიანებს:
- ქოქოსის ქერქისგან შექმნილი მატრასი, ზამთარში თბილია, ზაფხულში კი გრილი.
- ქოქოსის ქერქი ბუნებრივად დანაწევრებულია, რაც ჰაერის მარტივ გადადგილებას უწყობს ხელს, ამრიგად, ის ტენიანობის იდეალური მარეგულირებელია.
- ქოქოსის ქერქი ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, არ შეიცავს სინთეტიკურ ქიმიკატებს და არ გამოიმუშავებს მავნე ნივთიერებებს.
- ქოქოსის ქერქი იდეალური ვარიანტია ალერგიული ადამიანებისათვის.