გადადით კონტენტზე
KONCEPT
შესვლა
დახარჯეთ კიდევ 1,200 ₾ უფასო მიტანისთვის.(რაიონებში)
უფასო მიტანა განხორციელდება გადახდისას

თქვენი კალათა ცარიელია

გააგრძელეთ შოპინგი
0კალათა(0.00 ₾)

როგორია "მეგობრული ავეჯი" და რა უპირატესობები აქვს მას?

„მეგობრული ავეჯი“ — ეს არის ავეჯი, რომელიც სპეციალურად შექმნილია იმისათვის, რომ იყოს უსაფრთხო, კომფორტული და ფუნქციონალური როგორც ბავშვებისთვის, ისე შინაური ცხოველებისთვის. 

მახასიათებლები:

1.კუთხეების ბლოკირება

 წარმოიდგინე, რადენად კომფორტულია, როდესაც შენი სივრცე სრულიად ადაპტირებულია პატარასთან. 

"მეგობრული ავეჯი" სწორედ ამას გულისხმობს თავისი არსით, რომ შექმნას მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო ოჯახის ყველა წევრისთვის. მაგალითად, ამ უკანასკნელის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია "კუთხეების ბლოკირება".

 ამ დროს კუთხეები და კიდეები ხშირად რბილი ან დამრგვალებულია, რათა პატარის ყოლის შემთხვევაში, თავიდან აიცილოთ უეცარი ტრამვირება.

2.უსაფრთხო მასალები

 "მეგობრული ავეჯი" არ შეიცავს საზიანო ქიმიკატებს, ბისფენოლებს (BPA) ან ტოქსიკურ პიგმენტებს.

"კონცეპტის" მოცემული სავარძელი სრულად შექმნილია უსაფრთხო, უსუნო, და ეკოლოგიურად სუფთა მასალების ერთობლიობით. გარდა მოცემული ბენეფიტებისა, ის რეკომენდებულია ორსულებისთვის, რადგან ითვალისწინებს ე.წ. "ოქროს საყრდენს" ანუ სხეულის სამმაგ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს კისრის. ზურგისა და იდაყვების საყრდენ კონსტრუქციას + ფეხების განსათავსებელ პუფს - რაც უზრუნველყოფს სხეულის მაქსიმალურ მხარდაჭერასა და მოსვენებას.

3. მდგრადობა და გამძლეობა

 ავეჯი მზადდება მასალებისგან, რომლებიც ტენიანობასთანა და ცხოველების ქცევებთან (კაწვრა, ჩხაპვნა, კბილით დაზიანება და ა.შ) მიმართებაში გამძლე და თავსებადია.

4. მოდალურობა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, განსაკუთრებით კი დიდი  ოჯახებისათვის, დივნის მრავალმხრივობა და მისი კონფიგურაციის მრავალფეროვნებაა. გარდა იმისა, რომ ასე შეგიძლიათ თქვენი ოჯახის ყველა წევრის კომფორტული განთავსება, ასევე -  საჭროებების მიხედვით, კონფიგურირება.

"მეგობრული ავეჯი" ხშირად მოდულურია, რაც საშუალებას იძლევა მისი გადაჯგუფება ან გადაადგილება სხვადასხვა ფორმატში იყოს შესაძლებელი.

მაგალითად, "კონცეპტის" მოცემული დივანი, ითვალისწინებს ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელ დეტალებს, როგორც დასაჯდომ, ასევე საზურგე ღრუბლებს. მათი განთავსება ან განლაგება, სრულიად შენს ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მეტიც, თუკი ოჯახის რომელიმე წევრს ინდივიდუალური სივრცის შექმნა სურს, შეუძლია რომელიმე დანაყოფი საკუთარი საჭიროების მიხედვით შეარჩიოს და განაცალკევოს სრული კონსტრუქციისგან.

5. მრავალწლიანი გამოყენება

დიზაინი ითვალისწინებს ზედაპირზე ნაპრალების ან ღრმულების ნაკლებობას, რომლებიც რთულად გასაწმენდია.

"კონცეპტის" რბილი ავეჯი სრულად ეხმიანება ამ მოთხოვნას და გვთავაზობს ახალი თაობის ქსოვილების ფართო სპექტრს, რომლებიც მარტივად საწმენდი და მოსავლელია.