ავეჯი – ეს არ არის მხოლოდ ნივთი, ეს არის კომფორტის, სილამაზისა და ყოველდღიური გამოყენების ნაწილი ჩვენს სივრცეში. მასზე ზრუნვა კი იგივეა, რაც ჩვენი სახლის განწყობაზე ზრუნვა.
რეგულარული და სწორი მოვლა არა მხოლოდ ახანგრძლივებს ავეჯის სიცოცხლეს, არამედ ინარჩუნებს მის პირვანდელ იერს და ფუნქციურობას წლების განმავლობაში. რაოდენ ხარისხიანი მასალითაც არ უნდა იყოს ავეჯი შესრულებული, არსებობს არმდენიმე უნივერსალური მითითება, რომელთა გათვალისწინებაც მათ მრვალწლიან არსებობას განაპირობებს.
აი, 5 მარტივი და ეფექტური რჩევა, რომლითაც შენი ავეჯი მუდამ იდეალურ ფორმაში იქნება:
1. არასწორი წმენდა აზიანებს!
ყველაზე გავრცელებული შეცდომა ზედაპირის არასწორი ქიმიური საშუალებებით წმენდაა. - გამოიყენე რბილი ტილო, ღია ნეიტრალური ტონალობით და დელიკატური სარეცხი საშუალება.
- მოერიდე სპირტიან ხსნარებს ან მჟავე ქიმიკატებს, რომლებიც ზედაპირს აშრობს ან ფერს უკარგავს.
- გამოიყენე ღია ნეიტრალური ტონალობის ტილო, რათა დარწმუნებული იყო, რომ ფერი არ/ვერ გაუვა.
რჩევა: მტვერი ხშირად გადაწმინდე – ის არამარტო არაჰიგიენურია, არამედ დროთა განმავლობაში ზედაპირსაც აზიანებს.
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
2. მზე = ფერის დაკარგვა
მიუხედავად იმისა, რომ მასიური ხე უმყარეს კონსტრუქციას ქმნის და განსაკუთრებული ესთეტიკური ხიბლი აქვსხის, არსებობს ერთი მაგრამ, ხის ავეჯი მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ – დროთა განმავლობაში მისი ტონი იწყებს გაღიავებას.
ტჩევა: გამოიყენე ფარდები ან ჟალუზები მზიან საათებში ან განათავსე ავეჯი ისე, რომ პირდაპირი მზის სხივები არიდებულ იქნას.
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
3. ტენიანობა – ავეჯის მტერი
ავეჯის ყველაზე დიდი მტერი ხშირად წყალია! მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ავეჯის წარმოებისას, ინოვაციური მასალები გამოიყენება, როგორიცაა ბუნებრივი ლატექსისგან შექმნილი ღრუბლები (ნესტს არ იგროვებს), ან თუნდაც, ურბანული ტყავი, რომელიც მდგრადობით გამოირჩევა, მნიშვნელოვანია ისინი დაიცვა ისეთი სისტემატური პროცესისაგან, როგორიც მათი გასუფთავებაა.
- არ დატოვო სველი საგნები ზედაპირზე
- არ დაასველო ზედაპირი წმენდისას ( გამოიყენე გაწურული ტილო) – წმენდის შემდეგ კი, ყოველთვის გამშრალე ზედაპირი.
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
4. გამოიყენე ავეჯისთვის განკუთვნილი დამცავი საშუალებები
- ხის ზედაპირისთვის არსებობს სპეციალური ზეთები რომლებიც იცავს ზედაპირს გამოშრობისა და დაბერებისგან.
- მინის ზედაპირებზე გამოიყენე ანტისტატიკური სითხეები, რომ ნაკლებად მიიზიდოს მტვერი.
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
5. გადაადგილება – ფრთხილად და სწორად
ავეჯის გადატანა უმნიშვნელოვანესია. უხეში მოძრაობა ან ცალი მხრიდან აწევა ხშირად აზიანებს ბოჭკოვან მასალას და გაოყენებულ ელემენტებს.
თანამედროვე ავეჯში გამოიყენება მასიური ღრუბელი, მთელი რიგი უპირატესობების გამო, ის ვერ დანაწევრდება, ვერ ჩაგროვდება ერთ ადგილას და ა.შ. თუმცა, მაგალითად, დივნის არასწორი გადატანისას, როდესაც მხოლოდ ერთი მხრიდან ცდილობთ მის გაწევას, შესაძლოა მასიური ღრუბელი და ასევე, შიდა საყრდენი კონსტრუქცია, დაზიანდეს.
- დიდი ზომის ავეჯი ყოველთვის აწიე ორივე მხრიდან
- მოერიდე გადათრევას – განსაკუთრებით ხალიჩიან იატაკზე, როდესაც ავეჯი მაქსიმალურადაა მოჭიდებული ზედაპირზე.