




დივანი
დივანი
3,780.00 ₾
/

ბუნებრივი ფერების გამაში შესრულებული დივანი ქმნის შთაბეჭდილებას, რომელიც აბალანსებს სიმყუდროვეს და დახვეწილობას.
🔹 კომფორტი
გაბერილი საზურგე და ბალიშები უზრუნველყოფს საუკეთესო დასვენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში. დიდი ზომის პუფი კი დამატებით კომფორტს და მოქნილობას ქმნის მთელი ოჯახის გამოყენებისთვის.
🔹 ფუნქციური დეტალები
პუფს აქვს შიდა სათავსო — იდეალურია ნივთების მოსათავსებლად. დივნის მარცხენა მხარეს განლაგებული სექცია გვაძლევს სივრცეს გამოშლის გარეშე, ფეხის მოსაწყობად.
🔹 მასალა და სტრუქტურა
მაღალი ხარისხის ხავერდისებური ქსოვილი შერწყმულია სტაბილურ მეტალის კონსტრუქციასთან. გამძლე სტრუქტურა და რბილი ზედაპირი ამ მოდელს ხდის ყოველდღიური მოხმარებისთვის გამორჩეულად პრაქტიკულს.
Koncept – ფუნქციური ელეგანტურობის თანამედროვე ფორმა.
პროდუქტი მომხმარებელს მითითებულ მისამართზე შესყიდვის დასრულებიდან 1/3 (ერთი/სამი) სამუშაო დღის განმავლობაში მას შემდეგ მიეწოდება, როცა დამკვეთი სრულად გადაიხდის პროდუქტის მთლიან ღირებულებას და თანხა კომპანიის ანგარიშზე აისახება;
პროდუქტის სრული ფასი მოიცავს უფასო აწყობასა და ტრანსპორტირებას ქალაქის ფარგლებში (თბილისიდან - თბილისში,ბათუმიდან - ბათუმში), ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში ტრანსპორტირების ხარჯი ითვლება მანძილის შესაბამისად.
მომხმარებელი ვალდებულია მიღებული საქონელი კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი სრულად და დაუზიანებლად მიიღო.
კომპანიის საწყობში შენაძენის შენახვა შესაძლებელია არაუმეტეს 1(ერთი) თვის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით +(995) 510 103 033ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info@koncept.ge
სიგრძე | |
---|---|
სიგანე | |
სიმაღლე | |
შიგთავსი | |
მასალა დასაჯდომი | |
ქსოვილი |