






დივანი
დივანი
5,980.00 ₾
/

წარმოგიდგენთ ე.წ. "ღრუბელ" დივანთა სეტს, რომელიც ნაზავია მდიდრული კომფორტისა და თანამედროვე დიზაინის. ნაკრები შესანიშნავია მათთვის, ვინც ეძებს, როგორც სტილს, ასევე დასვენების უმაღლეს გამოხატულებას.
ძირითადი მახასიათებლები:
- მდიდრული კომფორტი: მყუდრო "ღრუბლის" დივანი შექმნილია ღრმა დასაჯდომი ბალიშებით და საზურგესთან გარდამავალი რკალით, რომელიც იდეალურად ერგება ადამიანის სხეულის ბუნებრივ ,მრუდს.
- პრემიუმ ხარისხი: დამზადებულია გამძლე მასალებით, რაც უზრუნველყოფს მის მრავალწლიან გამოყენებას, პირვანდელი ვზიუალის შენარჩუნების გათვალისწინებით.
- 3D ტექსტილი: მისი ინოვაციური ქსოვილი, არამხოლოდ გამორჩეულ ვიზუალზეა პასუხისმგებელი, არამედ კომფორტზეც - ის ჰაერის კარგი გამტარია, რაც ხელს უშლის ზედმეტი სითბოსა და ნესტის დაგროვებას.
"კონცეპტი" გთავაზობთ პერსონალიზებულ მომსახურებას, რაც გულისხმობს სასურველი დივნის დამზადებას თქვენი ინტერიერისათვის საჭირო ტონალობაში.
პროდუქტი მომხმარებელს მითითებულ მისამართზე შესყიდვის დასრულებიდან 1/3 (ერთი/სამი) სამუშაო დღის განმავლობაში მას შემდეგ მიეწოდება, როცა დამკვეთი სრულად გადაიხდის პროდუქტის მთლიან ღირებულებას და თანხა კომპანიის ანგარიშზე აისახება;
პროდუქტის სრული ფასი მოიცავს უფასო აწყობასა და ტრანსპორტირებას ქალაქის ფარგლებში (თბილისიდან - თბილისში,ბათუმიდან - ბათუმში), ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში ტრანსპორტირების ხარჯი ითვლება მანძილის შესაბამისად.
მომხმარებელი ვალდებულია მიღებული საქონელი კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი სრულად და დაუზიანებლად მიიღო.
კომპანიის საწყობში შენაძენის შენახვა შესაძლებელია არაუმეტეს 1(ერთი) თვის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით +(995) 510 103 033ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info@koncept.ge
ტიპი | |
---|---|
შიგთავსი | |
მასალა დასაჯდომი | |
ქსოვილი |