



















დივანი
დივანი
3,640.00 ₾
/

დივანი შექმნილია ინოვაციური დიზაინითა და ქსოვილით, რომელიც იდეალურად ერწყმის მოდერნიზებულ სივრცეებს, იდეალურია ურბანული სტილის ინტერიერებისათვის, იქნება ეს საკუთარი სახლი, თუ საოფისე გარემო.
დივანი შექმნილია 3D ტექსტილით, რომელიც გამოირჩევა შემდეგი თვისებებით:
- ქსოვილი კარგად იტანს წნევას და სწრაფად უბრუნდება პირვანდელ ფორმას.
- 3D ქსოვილს შეუძლია გარკვეული დონის სიმძიმის შთანთქმა, რაც გვერდით მჯდომს არ აგრძნობინებს მოძრაობასა და სიმძიმით გამოწვეულ დეფორმაციას.
- ვიზუალურადა ძალიან თანამედროვე და ეფექტურია.
- ადვილად იწმინდება.
- ახასიათებს გამძლეობა და ხანგრძლივობა.
- 3D ქსოვილში ფენებს შორის არის მცირე ჰაერის სივრცეები, რაც ხელს უწყობს ჰაერის ცირკულაციას. შედეგად, მასალა „სუნთქავს“ და ნაკლებია ოფლიანობის ან ზედმეტი სითბოს დაგროვების შანსი.
პროდუქტი მომხმარებელს მითითებულ მისამართზე შესყიდვის დასრულებიდან 1/3 (ერთი/სამი) სამუშაო დღის განმავლობაში მას შემდეგ მიეწოდება, როცა დამკვეთი სრულად გადაიხდის პროდუქტის მთლიან ღირებულებას და თანხა კომპანიის ანგარიშზე აისახება;
პროდუქტის სრული ფასი მოიცავს უფასო აწყობასა და ტრანსპორტირებას ქალაქის ფარგლებში (თბილისიდან - თბილისში,ბათუმიდან - ბათუმში), ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში ტრანსპორტირების ხარჯი ითვლება მანძილის შესაბამისად.
მომხმარებელი ვალდებულია მიღებული საქონელი კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი სრულად და დაუზიანებლად მიიღო.
კომპანიის საწყობში შენაძენის შენახვა შესაძლებელია არაუმეტეს 1(ერთი) თვის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით +(995) 510 103 033ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info@koncept.ge
სიგრძე | |
---|---|
სიმაღლე | |
დამატებითი ინფორმაცია | |
შიგთავსი | |
მასალა დასაჯდომი | |
ქსოვილი |