











დივანი
დივანი
4,480.00 ₾
/

დივანი წარმოადგენს თანამედროვე მინიმალისტური დიზაინის ნათელ მაგალითს. მოდელი მკაცრი გეომეტრიული ფორმებით, დაბალი პროფილით და შავი ტყავის ზედაპირითაა შესრულებული.
ამავდროულად, შერბილებული კუთხეები და მსხვილი ფორმები გარკვეულად ასოცირდება 70-იანი წლების მოდერნთანაც.
უპირატესობები:
მრავალფუნქციური: შესანიშნავია როგორც სასაუბროდ, ისე ფილმის საყურებლად – მისი სიღრმე კომფორტს უზრუნველყოფს. მსხვილი ხელის საყრდენები კი გამოსადეგია სხვადასხვა ნივთების განსალაგებლად.
მინიმალისტური ესთეტიკა: იდეალურია მოდერნულ ან სკანდინავიურ სივრცეში.
მარტივად საწმენდია: არ იჩერებს მტვერს და იოლად იწმინდება, უკაწრავია, არ ტყდება და არ იბზარება. მდგრადია ნესტისა და სისველის მიმართ.
ვიზუალურად მსუბუქია: საზურგის დაბალი დიზაინი სივრცეს უფრო ღიად და ჰაეროვნად წარმოაჩენს.
პროდუქტი მომხმარებელს მითითებულ მისამართზე შესყიდვის დასრულებიდან 1/3 (ერთი/სამი) სამუშაო დღის განმავლობაში მას შემდეგ მიეწოდება, როცა დამკვეთი სრულად გადაიხდის პროდუქტის მთლიან ღირებულებას და თანხა კომპანიის ანგარიშზე აისახება;
პროდუქტის სრული ფასი მოიცავს უფასო აწყობასა და ტრანსპორტირებას ქალაქის ფარგლებში (თბილისიდან - თბილისში,ბათუმიდან - ბათუმში), ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში ტრანსპორტირების ხარჯი ითვლება მანძილის შესაბამისად.
მომხმარებელი ვალდებულია მიღებული საქონელი კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი სრულად და დაუზიანებლად მიიღო.
კომპანიის საწყობში შენაძენის შენახვა შესაძლებელია არაუმეტეს 1(ერთი) თვის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით +(995) 510 103 033ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info@koncept.ge
სიგანე | |
---|---|
სიმაღლე | |
დამატებითი ინფორმაცია | |
შიგთავსი | |
მასალა დასაჯდომი | |
ქსოვილი |