

სავარძელი
სავარძელი
1,480.00 ₾
/

სავარძელი შექმნილია 90-2000 - იანი წლების ინსპირაციით. იდეალურია საოფისე ინტერიერისათვის, კაბინეტისათვის ან მისაღები სივრცისათვის, სადაც განსაკუთრებულ კომფორტსა და სიმყუდროვეს საჭიროებ ტელევიზორის ყურებისას.
🔹 დასვენება ერთი მოძრაობით
მექანიზმი მარტივად იშლება და ფეხის საყრდენიც იმავდროულად ამოდის. შესაძლებელია სხეულის მთლიანად მოდუნება, რაც კარგია როგორც დღის, ისე საღამოს დასვენებისთვის.
🔹 რბილი და მტკიცე ერთდროულად
სხეულს ეყრდნობა რბილად, მაგრამ არა ისე რომ ჩაიძირო. ბალიშები ფორმას ინარჩუნებს და ზურგსაც კარგად ამაგრებს.
🔹 გამძლე კონსტრუქცია
კარგად შეკრულია, არ ირხევა და გვერდებზე აქვს გამაგრებული მექანიზმი. ხელის მექანური ნაწილი მარტივად მოსახმარია.
🔹 ინტერიერის იდეალური ნაწილი
მინიმალისტური ფორმის წყალობით მარტივად ერგება სხვადასხვა ინტერიერს — იქნება ეს სახლის, კაბინეტის თუ თანამედროვე სასტუმროს გარემო.
Koncept – ავეჯი,რომელიც ორიენტირებულია თქვენს მშვიდ დასვენებაზე.
პროდუქტი მომხმარებელს მითითებულ მისამართზე შესყიდვის დასრულებიდან 1/3 (ერთი/სამი) სამუშაო დღის განმავლობაში მას შემდეგ მიეწოდება, როცა დამკვეთი სრულად გადაიხდის პროდუქტის მთლიან ღირებულებას და თანხა კომპანიის ანგარიშზე აისახება;
პროდუქტის სრული ფასი მოიცავს უფასო აწყობასა და ტრანსპორტირებას ქალაქის ფარგლებში (თბილისიდან - თბილისში,ბათუმიდან - ბათუმში), ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში ტრანსპორტირების ხარჯი ითვლება მანძილის შესაბამისად.
მომხმარებელი ვალდებულია მიღებული საქონელი კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი სრულად და დაუზიანებლად მიიღო.
კომპანიის საწყობში შენაძენის შენახვა შესაძლებელია არაუმეტეს 1(ერთი) თვის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით +(995) 510 103 033ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info@koncept.ge
სიგრძე | |
---|---|
სიგანე | |
სიმაღლე | |
დამატებითი ინფორმაცია | |
ტიპი | |
შიგთავსი | |
მასალა დასაჯდომი | |
ქსოვილი |